რუსეთი-აშშ

რუსეთი აშშ-ს ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალს ვიდეო თამაშიდან ამოღებული სურათით სდებდა

0 კომენტარი
ფოტო: Washington post

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო ფოტოები გაავრცელა, სადაც მათი თქმით ჩანს როგორ აძლევს აშშ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტრანსპორტს საშუალებას მიაღწიონ აღმოსავლეთ სირიაში შეტაკებების ადგილამდე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ სურათები რუსულმა დრონებმა 9 ნოემბერს გადაიღეს.

როგორც აღმოჩნდა სურათები ერთ-ერთი ვიდეო თამაშიდან არის ამოღებული. ვიდეო თამაში AC-130 Gunship Simulator: Special Ops Squadron 2015 წელს გამოვიდა და საჰაერო ბრძოლის სიმულაციას წარმოადგენს. 

როგორ მოხვდა სურათი რუსეთის მიერ გავრცელებულ სხვა მასალას შორის, რომელიც 2016 წელს ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე თავდასხმის ვიდეოდან ამოღებულ ფოტოებს წარმოადგენს, უცნობია. სამინისტროებმა სოციალური მედიიდან მისი შემცველი პოსტები წაშალეს.

პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა შემთხვევაზე კომენტარი ოთხშაბათს გააკეთა და თქვა, რომ "შეცდომები ხდება" და შემთხვევაში მონაწილე პირები დაისჯებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები