ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები 19%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფული შემოდის

Reuters

ეროვნულმა ბანკმა დღეს ფულადი გზავნილების 10 თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წელს ფულადი გზავნილების სახით $1.11 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 19.7%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარ-ოქტომბერში $371 მილიონი გადმოირიცხა, $117 მილიონით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ზრდის ტემპი კი ყველაზე მაღალი ისრაელიდან შემოსულ გზავნილებზეა, რომელბიც წელს 99%-ით გაიზარდა.

2017 წლის 10 თვის მიხედვით ფულადი გზავნილების რეიტინგი:

  1. რუსეთი - $371 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16.8%
  2. აშშ - $117.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13.6%
  3. იტალია - $114.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15.8%
  4. საბერძნეთ - $113 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9%
  5. ისრაელი - $95.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 99%
  6. თურქეთი - $89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
  7. ესპანეთი - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  8. გერმანია - $27 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
  9. უკრაინა - $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29%
  10. საფრანგეთი - $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14.2%

კომენტარები