ე.წ.ციანიდის საქმე

ომბუდსმენი წულუკიანს: მსგავსი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თეა წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა მას "პირველი უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა. ნანუაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

“მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადებაც, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალში,“- განაცხადა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის თქმით, "სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე".

"ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას. სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს,“- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველმა ე.წ ციანიდის საქმის შესახებ მონიტორინგის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის პატივისცემას და აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არაა განხილული, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები