ლარის გაუფასურება

დოლარის ღირებულებამ 2.70 ლარს გადააჭარბა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.7039 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.8 თეთრით მეტია.

ევროსთან კი ლარი გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.1836 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 0.8 თეთრით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი ბოლოდროინდელ გაუფასურებას იმპორტიორთა მიერ უცხოურ ვალუტაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს.

"ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან", - ამბობს სებ-ის ვიცეპრეზიდენტი არიჩილ მესტვირიშვილი.

ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში თუ გაუფასურებამ ინფლაციის ზრდა გამოიწვია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

დოლართან მიმართებით გაუფასურების ისტორიული მაქისმუმი 2016 წლის 21 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღიდა. ევროსთან მიმართებით კი ისტორიული კურსი გუშინ დადგინდა და ის 3.19 ლარს შეადგენდა.

კომენტარები