ელონ მასკი

ელონ მასკი ამბერ ჰერდთან დაშორებაზე: მე შეყვარებული ვიყავი და ამან გული მატკინა

wmagazine.com

ფეიფალის, სფეის იქსის და ტესლა მოტორსის CEO-მ, ელონ მასკმა ჟურნალ Rolling Stone-თან მსახიობ ამბერ ჰერდთან დაშორებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას რამდენიმე კვირის განმავლობაში სასტიკი ემოციური ტკივილი ჰქონდა.

"ამბერ ჰერდი თვითონ დამშორდა, მე შეყვარებული ვიყავი და ამან გული მატკინა. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტესლას მიერ მოწყობილ საღამოს დავსწრებოდი და დეპრესიული ადამიანივით არ მებოდიალა ღონისძიებაზე. დაშორების შემდეგ უმეტესი დღეების განმავლობაში თავს პათოლოგად ვგრძნობდი. შემდეგ მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლებოდა: რამდენიმე ქილა რედ ბული დავლიე, პოზიტიურ ადამიანებთან ერთად გართობა დავიწყე და ჩემს თავს ვუთხარი - "ყველა ეს ადამიანი ჩემზე არის დამოკიდებული, კარგი, ასე იყოს!". ამის შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი." - თქვა ელონ მასკმა.

მილიარდელის თქმით, მან თავის მეგობარს კითხა ურთიერთობების შესახებ რჩევა.

"მეგობარს ვკითხე, თუ იცოდა ვინმე ვისთანაც ურთიერთობა შეიძლება მქონოდა. ჩემთვის ძალიან ძნელია ადამიანებთან შეხვედრაც კი. მე არ ვეძებ ერთი ღამის ურთიერთობებს, კომპანიონს და მონათესავე სულს ვეძებ. არასდროს ვიქნები ბედნიერი თუ გვერდში ვინმე არ მეყოლება. მარტო ძილი მკლავს." - თქვა ელონ მასკმა.

კომენტარები