ცხოველთა დაცვა

NGO-ები ცხოველთა დაცვის მიმართულებით კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

0 კომენტარი

ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობოებმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვის მიმართულებით კანონი უნდა გამკაცრდეს.ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტში ამ საკითხზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ შორის, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მიმართულებით კანონის გამკაცრებაზეც იმსჯელებს. 

"ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა იმგვარი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, რომელიც ამ კუთხით უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

წარმოდგენილი წინადადებით:

  •  სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათ რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება 
  • გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიც, კერძოდ დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის, მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე
  • კომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ფართოვდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ხდება მითითება კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონრტოლის ორგანიზებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები