ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები ხანძრის გამოძიებას და შოთაძის გადადგომას ითხოვენ

0 კომენტარი
ფოტო: Rustavi 2

პროკურატურასთან, სადაც ბავშვთა სამყარო ხანძრის შედეგად დაზარალებულები მეორე დღეა, აქციას მართავენ, ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა შენობის მიმდებარედ კარვის გაშლა მოინდომეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამან ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. 

დაზარალებულები ბავშვთა სამყაროს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას, ასევე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან. 

ბავშვთა სამყაროს ცეცხლი 30 იანვარს, გვიან ღამით გაუჩნდა. სავაჭრო ცენტრის შენობა მთლიანად დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხანძრიდან რამდენიმე თვის შემდეგ მერიამ ყველა მოვაჭრეს 3000 ლარიანი კომპენსაცია გადასცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები