მაფია

„კოზა ნოსტრას“ ყოფილი ბოსი სალვატორე რიინა 87 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა

სალვატორე რიინას უკანასკნელი ფოტო, რომელიც 1993 წელს გადაიღეს
Reuters

მაფიოზური დაჯგუფების „კოზა ნოსტრას“ ყოფილი მეთაური სალვატორე რიინა, იგივე ტოტო, 87 წლის ასაკში იტალიაში ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავისი დაბადების დღის მეორე დღეს ის კომაში ჩავარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ციხეში ყოფნის ბოლო წლებში რიინა პარკინსონის დაავადებით და ფილტვის სიმსივნით იტანჯებოდა.

სალვატორე რიინა 1993 წელს დაიჭირეს და 150 მკვლელობის დაკვეთის გამო 26 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის დროს ტოტომ დაკვეთილ მკვლელობათა რიცხვი გააორმაგა. მაფიოზის მსხვერპლთა სიაში მრავლად არიან იტალიელი პოლიტიკოსები, სასამართლო მოხელეები და გავლენიანი პირები.

1930 წელს კორლეონეში, სიციალიაში დაბადებული სალვატორე რიინა, „კოზა ნოსტრას“ 1974 წლიდან მართავდა. განსაკუთრებული სისასტიკის გამო რიინას „მხეცი“ შეარქვეს.

კომენტარები