ქალზე მიშტერება

გლაზგოში კაცი ქალზე მიშტერებისთვის 70 დღით დააკავეს

eveningtimes.co.uk

გლაზგოში, კაცი აფთიაქის ფანჯრიდან ქალ მომსახურე პერსონალზე მიშტერებისთვის 70 დღით დააკავეს.

პოლიციის თქმით, კაცი აფთიაქში შევიდა და ისეთი პროდუქტი მოითხოვა, რომელიც არ იყო. ამის შემდეგ, ის გარეთ გავიდა, ფანჯარასთან დადგა და ქალ მომსახურე პერსონალს მიაშტერდა.

ფაქტს გარდა მომსახურე პერსონალისა, გამვლელებიც შეესწრენ, რომელთაგან ერთ-ერთმა პოლიციაში დარეკა. კაცი 70 დღით, ქალზე მიშტერებისთვის დააკავეს.

კომენტარები