თბილისის მერია

კალაძე ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები და იფიქრეთ თბილისზე

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, "ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით ოფიციალურად, ორშაბათს შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს უახლოეს მომავალში დაინახავს“.

დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციულები და იფიქრეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი, მთელი საქართველოს დედაქალაქია. მისი მომავალია ჩვენი საზრუნავი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა. ჩვენ ორშაბათიდან მუშაობას და იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და თბილისის რაიონების გამგებლები გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.

კომენტარები