ავტოავარია

ლაფანყურში ავტომანქანა ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა, მგზავრი - დაშავდა

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი მგზავრი კი, დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები