ავტოსაგზაო შემთხვევა

ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი - დაშავდა

metro.us

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. 

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები