ზიმბაბვე

ზიმბაბვეს დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი მუგაბეს გადადგომას მოითხოვს

EPA

ზიმბაბვეს დედაქალაქის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადადგომას მოითხოვენ და ამის თაობაზე მის განცხადებას ელოდებიან.

93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს ბოლო 37 წლის განმავლობაში მართავდა. ოთხშაბათს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის შინაპატიმრობაში იმყოფება და გადადგომაზე უარს აცხადებს, თუმცა მისი უახლოესი გარემოცვა და მინისტრების ნაწილი უკვე დააკავეს.

ჰარარეს ქუჩებში დემონსტრაციებს არმიაც მხარს უჭერს.

კომენტარები