გერმანია-საუდის არაბეთი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარების გამო საუდის არაბეთმა ელჩი გაიწვია

AP

საუდის არაბეთმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის მხდირან ლიბანის კრიზისზე გაკეთებულ კომენტარებზე კონსულტაციებისათვის გერმანიიდან ელჩი გაიწვია.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით მთავრობა გერმანიის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს გაბრიელის მიერ ლიბანელ კოლეგასთან შეხვედრაზე გაკეთებული "აღმაშფოთებელი და გაუმართლებელი" კომენტარების გამო.

ბერლინში ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ზიგმარ გაბრიელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, რომ ევროპა იმ ავანტიურებს ვერ შეურიგდება, რასაც ამჟამად რეგიონში აქვს ადგილი.

შეგახსენებთ, რომ საად ჰარირის თქმით მისი მკვლელობა იგეგმებოდა და მან ჰეზბოლა და მათი ირანელი მხარდამჭერები დაადანაშაულა.

შედეგად, საუდის არაბეთმა ლიბანი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მხრიდან აგრესია დაასახელა.

დღეს საად ჰარირი პარიზში ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ლიბანის პრეზიდენტის თქმით საად ჰარირი ქვეყანაში დაბრუნებას მომავალ კვირას აპირებს.

ზიგმარ გაბრიელმა თქვა, რომ მიესალმება ჰარირის საუდის არაბეთიდან გამგზავრებას და მის მოსალოდნელ დაბრუნებას ლიბანში.

კომენტარები