თბილისის მერია

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. მიწისქვეშა გადასასვლელში აგრეთვე განხორციელდა მორეცხვითი სამუშაოები და მოეწყო განათების ქსელი.

დღეს კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

"აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს." თქვა კალაძემ.

თბილისის მერი ხვალ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები