აშშ-პალესტინა

აშშ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას ოფისის დახურვით ემუქრება

Getty

გავრცელებული ცნობით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას მოუწოდა მშვიდობიანი მოლაპარაკებები აწარმოოს ისრაელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისს დახურავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ პალესტინელები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წასვლით აშშ-ს კანონს არღვევენ, რაც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მისიის დახურვას ნიშნავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებით პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ეს კანონი დაარღვია, როდესაც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა ისრაელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის გაესამართლებინა.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ თუ აშშ მათ ოფისს დახურავს, ორგანიზაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან ყველანაირ კონტაქტს გაწყვეტს.

 

კომენტარები