თბილისის მერია

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური

თბილისის მერი კახა კალაძე "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო.

დაიწყო მიწისქვეშა გადასასვლელის დაუსფთავების და მორეცხვის სამუშაოები.

კახა კალაძე კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

"თბილსერვის ჯგუფსა" და კერძო მესაკუთრეებს შორის შემდგარი შეთანხმებით მათ კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. "თბილსერვის ჯგუფი" საერთო სარგებლობაში არსებული ფართის რეაბილიტაციას განახორციელებს და განათების სისტემებს დაამონტაჟებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პირველმა არხმა "სუზუკი ვიტარას" მარკის 20 ახალი ავტომანქანა შეიძინა

კომენტარები