გერმანია

თავისუფალმა დემოკრატებმა გერმანიის სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებები დატოვეს

Getty

გერმანიაში ფედერალური არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებები ჩაიშალა. თავისუფალმა დემოკრატებმა ოთხ კვირიანი განხილვის შემდეგ ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან და მწვანეთა პარტიასთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, კრისტიან ლინდნერის თქმით პარტიებს შორის ნდობის საფუძველი არ არსებობს.

ანგელა მერკელი პრეზედენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდა შეხვდეს, რომელსაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეუძლია.

მერკელის თქმით ის ნანობს, რომ მოლაპარაკებები არ შედგა და ორშაბათს პრეზიდენტს ფორმალურად აცნობებს ამის შესახებ.

"როგორც კანცლერი ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზრუნველვყო ქვეყნის კარგი მენეჯმენტი მომდევნო რთული კვირების მანძილზე" თქვა მან.

ვადამდელი არჩევნების გარდა მერკელს ასევე შეუძლია უმცირესობის მთავრობა შექმნას მწვანეთა პარტიასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ფედერალური არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები