ყაჩაღობა ქუთაისში

ქუთაისში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - წაღებულია 4000 ლარი

metro.us

ქუთაისში, დანით შეიარაღებულმა ოთხმა პირმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა. შემთხვევა  დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მაღაზიიდან დაახლოებით 4000 ლარი, სიგარეტი და სასმელები წაიღეს.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179- მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს . სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები