ხანძარი გრიგოლეთში

გრიგოლეთში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

metro.us

გრიგოლეთში მომხდარი ხანძრის გამო 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. სახლში გაჩენილი ხანძარი მეზობლებმა შეამჩნიეს. ძლიერი ცეცხლის გამო, ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები