21 ნოემბერს, თბილისის ექვსი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

newcastle.gov.za

ხვალ, 21 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმი IV მიკრორაიონის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, დიდი ხეივნის, გულიას, გორგასლის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების (ნაწილობრივ) და კიკეთის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის III ქუჩის და ცაიშის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის შესახვევის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები