თურქეთი

თურქეთში 51 მასწავლებელი ფეტულა გიულენთან კავშირის გამო დააკავეს

http://aa.com.tr

თურქეთში 51 ყოფილი მასწავლებელი ფეტულა გიულენთან კავშირის გამო დააკავეს. დაკავება თურქეთის პროკურატურის ბრძანების საფუძველზე მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავების ორდენი სულ 107 მასწავლებელზეა გაცემული. 

ფეტულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ძველი მოკავშირე და ყოფილი იმამია. ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით ერდოღანმა ამერიკას გიულენის ექსტრადიცია სთხოვა, თუმცა ამერიკამ ყოფილი იმამი ოფიციალურ სტამბოლს არ გადასცა. მას შემდეგ ერდოღანის მთავრობა გიულენთან კავშირში შემჩნეულ პირებს დევნის.

 

კომენტარები