დამოუკიდებელი ინსპექტორი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა. მას მხარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 15-დან 14-მა წევრმა დაუჭირა. 

დამოუკიდებელი ინსპექტორი ახალი ინსტიტუტია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მოვალეობა დისციპლინური სამართალწარმოება იქნება - ინსპექტორი შეისწავლის მოსამართლეთა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ასევე დამამძიმებელ გარემოებებს.  ასევე შეისწავლის მოსამართლის საქმიანობას, მოამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს იუსტიციის საბჭოს. 

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცინცაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, მათ ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ცინცაძე მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა მისი შერჩევა მაინც ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო.

"თუკი არ ავირჩევდით რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს. ეს იყო ოპტიმალური გამოსავალი, ვინაიდან არ იყო მაღალი კონკურენცია, იმ კანდიდატებმა, რომლებიც მოვიდნენ, ჩემზე არ დატოვეს შთაბეჭდილება, რომ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ფართო და დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ. მე ვისურვებდი, რომ გასაუბრება ღია ყოფილიყო", - ამბობს ჯანეზაშვილი. 

კონკურსანტების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აირჩიეს ინსპექტორი, ამ დრომდე უცნობია კონკურსში მონწილე კანდიდატების ვინაობა:

კონკურსის დახურულად წარმართვა მნიშვნელოვნად აზიანებს ინსპექტორის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეს. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ახლა მაინც გაასაჯაროოს მონაწილე კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები, ისევე როგორც გასაუბრების ვიდეოჩანაწერები", - ამბობს ოლიკო შერმადინი. 

ქეთევან ცინცაძის ბიოგრაფია 
 

  • ქეთევან ცინცაძე 1988 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ქ. თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა;
  • 2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით (გრანტით) სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
  • 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • 2013 წლიდან – დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • 2009 წლიდან – დღემდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ – რეფერენტის, მოსამართლის თანაშემწის და მწერალი-თანაშემწის თანამდებობებზე;
  • 2017 წლის სექტემბრიდან – ღია კონკურსის საფუძველზე 4 წლის ვადით;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა;
  • 2007-2017 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტში;
  • ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის, 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი; სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“; 2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში, პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2012 წელს მონაწილეობდა;
  • „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე, მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში; კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში;
  • 2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK));
  • 2014 წელს გერმანიაში, ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში – ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ქეთევან ცინცაძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal). ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

კომენტარები