ავტოსაგზაო შემთხვევა

თემქაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, სამი პირი დაშავდა

თემქაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები