აშშ-ავღანეთი

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ავღანეთში თალიბანის ოპიუმის ლაბორატორიები დაბომბეს

0 კომენტარი
ფოტო: US air force

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ავღანეთში ლაბორატორიები დაბომბეს, სადაც ოპიუმი მზადდებოდა.

ჩრდილოეთ ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებულ ოპერაციაში აშშ-ის და ავღანეთის საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.

ავღანეთში აშშ-ის ძალების მეთაურის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით სამიზნეს 10 ობიექტი წარმოადგენდა და შედეგად მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ოპიუმი გაანადგურეს.

ნიკოლსონის შეფასებით მსგავსი ობიექტების რაოდენობა თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 400-დან 500-მდეა და შესაბამისად მსგავსი ოპერაციების გაგრძელდება.

"გასულ ღამეს ჩვენ განვახორციელეთ დარტყმები ჩრდლოეთ ჰელმანდში რათა დაგვერტყა თალიბანისთვის იქ, სადაც ყველაზე მტკივნეულია: ნარკოტიკების დაფინანსებაში." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები