კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიას ესპანეთმა შესაძლოა გადასახადების დამოუკიდებლად აკრეფის უფლება მისცეს

Reuters

ოფიციალური მადრიდი კატალონიისათვის ბასკეთის მსგავსად საკუთარი გადასახადების აკრეფის და განკარგვის უფლების მიცემას განიხილავს.

Guardian-ის წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია რეგიონში სამომავლოდ რაიმე სახის რეფერენდუმის ჩატარების მომხრე არ არის, მისი წევრების ნაწილი გამოხატავს მზადყოფნას განიხილონ ფისკალური რეფორმა.

მსგავსი ფისკალური შეთანხმების შეთავაზება 2012 წელს კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა, არტურ მასმა წამოაყენა, თუმცა მაშინ მას უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა.

გასულ კვირას პრემიერმინისტრ მარიანო რახოის მხარდაჭერით კატალონიასა და ესპანეთის მთავრობას შორის ახალი შეთანხმების მისაღწევად პოტენციური საოკნსტიტუციო რეფორმების განხილვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და განაჩენს ელოდებიან, ხოლო გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ბელგიაშია, სადაც სასამართლო გადაწყვეტს გამოიყენებს თუ არა მასზე ესპანეთის მიერ ევროპის მასშტაბით გაცემულ დაპატიმრების ორდერს. კატალონიის ყოფილ ლიდერებს ბრალად ამბოხება, აჯანყებისკენ მოწოდება და საჯარო თანხების არასწორი გამოყენება ედებათ.

ვადამდელი არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერსაა დანიშნული.

კომენტარები