თანაინვესტირების ფონდი

$110-მილიონიანი სასტუმროსთვის ივანიშვილის ფონდმა ციხისძირში 16 000 კვ. მეტრი შეიძინა

ხედი ფონდის მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთიდან
ფოტო: co investment fund

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა "თანაინვესტირების ფონდმა" სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარად 16 615 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა. ერთი კვადრატული მეტრი საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს 60.5 ლარი დაუჯდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ტერიტორიის უშუალო შემსყიდველი კომპანია "ბიზნეს დეველოპმენტია", რომელიც თავისმხრივ 100%-ით კომპანია "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს" ეკუთვნის. თავად "ტურიზმის განვითარების ფონდი" კი 100%-ით ეკუთვნის პანამის ოფშორში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ს.

სასტუმროს პროექტი:


ფოტო: co investment fund

პროექტის მიხედვით, ადგილზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს, რომელშიც 280 ნომერი იქნება განთავსებული. ადგილზე თავმოყრილი იქნება მაღალი დონის გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები და სპორტული ობიექტები. 

სასტუმროს შავი ზღვის სანაპიროსთან საბაგირო დააკავშირებს.

მიწის ნაკვეთის დეტალური საკადასტრო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები