ტოლერანტობის ქომაგი

ეპისკოპოსი ჰანსი რელიგიათა საბჭოზე: ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა

ტოლერანტობის ცენტრი

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა ჰანს-იოაჰიმ კიდერლენმა საქართველოში 9-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ 16 ნოემბერს ეპისკოპოსს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიანიჭა. 

ჯილდოს გადაცემისას ეპისკოპოსმა ჰანს-იოაჰიმმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა და რელიგიათა საბჭოს მნიშველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ენის ბარიერის გამო ყოველთვის ვერ ახერხებდა საბჭოს აქტიური წევრი ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ჰქონდა დიდი სიმპათია საბჭოს მუშაობისა და მისი წევრების მიმართ. ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საბჭოში აქვთ გარემო, რომელშიც სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენლებმა ერთმანეთთან დამეგობრება შეძლეს, რაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი საბჭოსთვის დამახასიათებელი არ არის. 

"ხშირად, სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის არ არის დამახასიათებელი სიყვარული, ურთიერთგაგება და სითბო, მაგრამ სამივე ეს თვისება გამორჩეულად ახასითებს ჩვენს რელიგიათა საბჭოს. საბჭოს საქმიანობა ეძღვნება ყველა რელიგიური გაერთიანების, განსაკუთრებით უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამართლიანობას და ყველასათვის თანასწორი უფლებების არსებობას - არა მხოლოდ დიდი რელიგიური გაერთიანებების, ან ერთი ყველაზე დიდი გაერთიანების, არამედ შედარებით პატარა რელიგიებისაც. ჩვენ აქ გვქონდა გარემო, რომელშიც შეგვეძლო ერთმანეთის ნდობა, გვეძლეოდა ისეთი აზრის გამოთქმის საშუალება, რომელსაც ვერ გამოთქვამდი სხვა, მსგავსი შინაარსის სივრცეებში. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად მუშაობა. ვიმედოვნებ, რომ რელიგიათა საბჭო გააგრძელებს ფუნქციონირებას და მისი უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის კეთებას,"- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

კომენტარები