რობერტ მუგაბე

ზიმბამბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა

რობერტ მუგაბე პიჯაკში, რომელიც მისი ფოტოებითაა გაფორმებული
AP

ზიმბამბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 37 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება საზოგადოებას პარლამენტის სპიკერმა ჯეიკობ მუდანდამ გააცნო.

ზიმბამბვეს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. აქამდე რობერტ მუგაბე გადადგომაზე უარს აცხადებდა. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ ზიმბამბვეში ძალაუფლება ხელში არმიამ აიღო, ამ დროის განამვლობაში ასევე არ წყდებოდა დედაქალაში მრავალ ათასიანი აქციები მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით.

კომენტარები