სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

იან კელი: ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა

ტაბულა

საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასას, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას  ინფორმაცია გამჭირვალედ უნდა მიაწოდონ.

“ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ ის გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ ორი საკითხია ხაზგასასმელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას,”- თქვა იან კელიმ (გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი).

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.

კომენტარები