ზიმბაბვე

მუგაბეს გადადგომის შემდეგ ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა გახდება

0 კომენტარი
ფოტო: AFP

რობერტ მუგაბეს გადადგომის შემდეგ ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტს პარასკევს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა დაიკავებს.

მნანგაგვა მუგაბენ თანამდებობიდან ორი კვირის წინ მოხსნა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. მნანგაგვას გადაყენებამ მუგაბეს წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალებას მისძა ბიძგი.

შეგახსენებთ, რომ 93 წლის რობერტ მუგაბე 37 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გუშინ გადადგა.

ზიმბამბვეს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. აქამდე რობერტ მუგაბე გადადგომაზე უარს აცხადებდა. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ ზიმბამბვეში ძალაუფლება ხელში არმიამ აიღო, ამ დროის განამვლობაში ასევე არ წყდებოდა დედაქალაში მრავალ ათასიანი აქციები მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები