ზიმბაბვე

2000 წელს რობერტ მუგაბემ თავი ლატარიაში გამარჯვებით დაიჯილდოვა

Reuters

ზიმბაბვეს დიქტატორი რობერტ მუგაბე რამდენიმე საათის წინ გადადგა, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს დროებით მუგაბეს ყოფილი მოკავშირე და ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნგაგვა დაიკავებს.

მუგაბეს 37-წლიან მმართველობას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ადამიანის უფლების შევიწროება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების ჩაგვრა და თეთრკანიანთა მიმართ სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული რასისტული პოლიტიკა ახლდა თან.

მუგაბემ 2000 წელს გაიმარჯვა ლატარიაში, რომელიც ზიმბაბვეს სახელმწიფო ბანკის (Zimbank) მიერ იყო ორგანიზებული. მუგაბემ 100 000 ზიმბაბვეური დოლარი მოიგო

"ლატარიის ორგანიზატორი ფალოტ ჩავავა თვალებს არ უჯერებდა, როდესაც გამარჯვებული ბილეთზე, რომელიც 100 000 ზიმბაბვეური დოლარის ჯეკპოტს ითვალისწინებდა მის აღმატებულება რობერტ მუგაბეს სახელზე იყო", - წერია Zimbank-ის განცხადებაში. 

ლატარიაში მონაწილეობდნენ ისინი, ვისაც Zimbank-ში მინიმუმ 5 000 ზიმბაბვეური დოლარის დეპოზიტი ჰქონდა.

პოლიტიკური მიმომხილველები მაშინ ლატარიის ლეგიტიმურობაზე ეჭვებს გამოთქვამდნენ.

2008 წელს ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ ზიმბაბვეში დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია. მისი მაჩვენებელი 79,600,000,000%-ს აჭარბდებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

კომენტარები