სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუს: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, - თქვა გიორგობიანმა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.

კომენტარები