სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გომელაური: კორპუსში მოხდებოდა სპეცოპერაცია თუ კინოთეატრში, ამას ჩვენ არ ვმართავთ

ტაბულას კითხვას, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია მრავლსართულიან კორპუსში, თუ სუს-ი "დანაშაულებრივ ჯგუფს" რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ ამას სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური "ვერ მართავს":

"ამაზე ვერ დავკონკრეტდები, სპეციფიკური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა, ეს კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ არ ვმართავთ მაგას სამწუხაროდ", - ამბობს სუს-ის ხელმძღვანელი. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული თითქმის 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, დაიჭრა ძალოვანი უწყებების ოთხი თანამშრომელი. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი აიყვანეს, სამი კი ლიკვიდირებულია.

კომენტარები