ტექნო+მეცნიერება

ქალი, რომელზეც ჰარვარდის პროფესორებს სჯერათ, რომ შემდეგი აინშტაინია

getty images

ჰარვადის პროფესორები თვლიან, რომ 23 წლის საბრინა გონსალეზ პასტერსკი შემდეგი ალბერტ აინშტაინია.

როდესაც ის 14 წლის იყო, მან თავად ააწყო ძრავიანი აეროპლანი, შემდეგ კი მიჩიგანის ტბას გადაუფრინა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც საკუთარი აეროპლანით იფრინა.

2010 წელს საბრინამ ილინოისის მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია დაამთავრა, ამის შემდეგ კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

უნივერსიტეტში საბუთების შეტანის შემდეგ, მას პასუხისთვის უნდა დაეცადა, მაგრამ პროფესორმა ალენ ჰაგერტიმ და ერლ მურმანმა მისი ვიდეო ნახეს და გადაწყვეტილება მაშინვე მიიღეს.

"ჩვენ პირი ღია დაგვრჩა, როდესაც ეს [ვიდეო] ვნახეთ. მის პოტენციალს არ აქვს საზღვრები."- თქვა ერთ-ერთმა პროფესორმა.

საბრინა გონსალეზ პასტერსკიმ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი უმაღლეს ქულებზე დაასრულა და ახლა, ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხს იცავს. ის მხოლოდ 23 წლის არის. 

"იყავი ოპტიმისტურად განწყობილი შენი მიზნების მიმართ. როდესაც პატარა ხარ, ბევრ რამეს ამბობ იმის შესახებ თუ რას გააკეთებ მომავალში, როდესაც იზრდები მნიშვნელოვანია არ დაკარგო ამ ოცნებების ხედვის უნარი." - თქვა საბრინა გონსალეზ პასტერსკიმ.

კომენტარები