ჰაკერული თავდასხმა კომპანიაზე

ჰაკერებმა UBER-ის ბაზიდან 57 მლნ მომხმარებლის და მძღოლის პირადი მონაცემები მოიპარეს

0 კომენტარი
ფოტო: Business of Apps

ჰაკერებმა კომპანია "უბერის“ ბაზისგან 57 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი 2016 წელს მოიპარეს. კომპანია ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას, მაგრამ ვერ მოახერხა. უცხოური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც „უბერმა“ მათი მონაცემთა ბაზის გატეხვის შესახებ შეიტყო, ჰაკერებს $100 000 ბაზის სრულად წასაშლელად გადაუხადა.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მოპარული ინფორმაცია „უბერის“ 50 მლნ მგზავრის ელ.ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და სახელსა და გვარს შეიცავდა. ჰაკერებმა 7 მილიონი მძღოლის პირადი მონაცემებიც მოიპარეს, მათ შორის 60 000 ამერიკელის მართვის მოწმობის საინდეტიფიკაციო ნომრები.

“უბერის“ მონაცემთა ბაზის გატეხვის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, 21 ნოემბერს გავრცელდა. შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. საქმე აღიძრა კომპანიის წინააღმდეგაც, რადგან ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის დამალვით მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენეს.

კომპანია "უბერი" ტაქსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. ის 2009 წელს ამერიკაში დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანაში ოპერირებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კახა თოლორდავა

კომენტარები