პროსტიტუცია

პროსტიტუციაში იძულებით ჩართვისთვის, აშშ-ში მამაკაცს 472 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

foxnews.com

ამერიკის შტატ კოლორადოში მამაკაცს პროსტიტუციის ბრალდებით 472 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 31 წლის ბროქ ფრანკლინს, რომელიც დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს, ბავშვებისა და ახალგაზრდა ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვა ედება ბრალად. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს 30 ეპიზოდში ედავებოდნენ, მათ შორის, ადამიანის გატაცებაში, ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში.

საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებული ქალებსა და ბავშვებს ნარკოტიკის მოხმარებას და შემდეგ კი, მასთან სექსს აიძულებდა. ფრანკლინი აგრეთვე მათ სექსუალურ მომსახურებას online ყიდდა.

დაცვის მხარემ პატიმრობის შემცირება მინიმუმამდე, 96 წლამდე ითხოვა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები