Game of thrones

ემილია კლარკი: ადამიანებს სექსი სიამოვნებისთვის აქვთ - ეს ცხოვრების ნაწილია

HBO.com

Game of thrones-ის მსახიობმა, დენერის ტარგარიენის როლის შემსრულებელმა ემილია კლარკმა სერიალში შიშველ და სექსის სცენებზე ისაუბრა.

"მე ვღიზიანდები, როდესაც ხალხი იძახის, რომ პორნო საიტები აქტუალური აღარ არის, როდესაც Game Of Thrones გამოდის. მე ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ბევრი ვიტირე, როდესაც გავიგე რომ ბოლო სეზონს ვიღებდით. სექსი და სიშიშვლე ძალიან ბევრ სხვა შოუშიც გვხვდება. ადამიანებს სექსი სიამოვნებისთვის აქვთ - ეს ცხოვრების ნაწილია." - თქვა ემილია კლარკმა.

Game of Thrones-ს ინტერნეტ სივრცეში ხშირად აკრიტიკებენ სექსის სცენებისა და სიშიშვლის გამო.

კომენტარები