სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

"ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება" - სუს-ის მიერ დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

"2017 წლის 23 ნოემბერს, დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს."-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ, 24 ნოემბერს გავრცელდება. 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ღამით დაიწყო და თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3".

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები