აფეთქება ავღანეთში

ავღანეთში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

ავღანეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ჯალალბადში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა ათაულა ხოგიანიმ აფეთქების ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე პოლიციის ყოფილი მეთაური იყო.

ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები