ქართული 3D ანიმაცია

ქართული "ჯინო" Palm Springs-ის ფესტივალზე საუკეთესო 3D სათავგადასავლო ანიმაცია გახდა

ქართული ანიმაცია "ჯინო" აშშ-ს Palm Springs-ის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო 3D სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმად დაასახელეს. ინფორმაცია ანიმაციის შემქმნელმა დავით კიკნაველიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. 

"ჯინო" დავით კიკნაველიძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი 3D ანიმაციაა, რომლის პრემიერაც საფრანგეთში ანსის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ანიმაციის მთავარი გმირი გომბეშოა, რომელიც მეგობრებთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ტბის პირას, ვიდრე ადამიანები მათ საცხოვრებელ ადგილზე მშენებლობას არ დაიწყებენ.

Palms Springs-ის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა 103 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. 

კომენტარები