სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ნანუაშვილი ჩატაევზე: ის იყო სხვა დროს... რამდენიმე წლის შემდეგ შეუერთდა Isis-ს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილის ახმედ ჩატაევის მიმართ დანაშაულის ნიშნები ვერ დადგინდა და ქართულმა სასამართლომ ის სწორედ ამიტომ გაათავისუფლა. ნანუაშვილი ამბობს, რომ ჩატაევი მხოლოდ საქართველოდან წასვლის შემდეგ გახდა ISiS-ის მებრძოლი.

კითხვაზე, ახლაც მიიჩნევს თუ არა, რომ 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევი უდანაშაულო იყო, უჩა ნანუაშვილი პასუხობს - "სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც, ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა, მოცემულობა, რომელიც იმ პერიოდში სწორედ სასამართლომ დაადგინა და ის გაამართლა".

კითხვაზე, თუ დადგინდა, რომ სპეცოპერაციის დროს ნამდვილად ახმედ ჩატაევი მოკლეს, ჩაითვლება თუ არა, რომ შეცდომა იყო მისი გათავისუფლებაც და თავად ნანუაშვილის განცხადებები მის უდანაშაულობაზე, სახალხო დაცველი პასუხობს:

"იცით, რა არის, დროს ნუ ურევთ, ის იყო სხვა დროს, ის იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული. ასევე, როგორც მე მახსოვს, საქმეში იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება მის წინააღმდეგ, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, ის შევიდა ტერორისტთა სიაში და შესაბამისად, ის გახდა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი" - თქვა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველს ასევე ჰკითხეს, რას ეყრდნობოდა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამბობდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულო იყო.

"ვეყრდნობოდი იმ ინფორმაციას, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიწვიეს საქართველოში, როგორც შუამავალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა. მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც იყო გაცემული ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც სხვათაშორის, რამდენჯერმე გამოიყენა. მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაიცვა და მისი ექსტრადაციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა" - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, სუს-ის თანამშრომლებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, "იარმუკის ბატალიონის" უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევიმოკლეს. ამ დრომდე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ერთადერთ პირს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის წარუდგინეს. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერაქტის ფაქტთან".

ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2012 წლის აგვისტოში დააკავეს. მას ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც, ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. 2013 წლის დასაწყისში კი, მის წინააღმდეგ საერთოდ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ახმედ ჩატაევი, ამის შემდეგ, საქართველოდან წავიდა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ISIS-ს შეუერთდა.

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცელი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები