გერმანია

გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია მერკელის პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Getty

გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან სამთავრობო კოალიციის შექმნას აღარ გამორიცხავს.

პარტიების ლიდერები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ.

"სოციალ დემოკრატიული პარტია ღრმად არის დარწმუნებული, რომ დისკუსია უნდა შედგეს. SPD მოლაპარაკებებზე უარს არ იტყვის" უთხრა პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს.

მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ პარტია მზად არის მოლაპარაკებებისათვის მოვლენათა განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს მოიცავს. შესაძლოა კვლავ შედგეს სამთავრობო კოალიცია ქრისტიან დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ დემოკრატიულ პარტიას შორის, თუმცა, გარდა ამისა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ ქრისტიან დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის მიერ შექმნილ უმცირესობის მთავრობას დაუჭეროს მხარი.

შეგახსენებთ, რომ სოციალ დემოკრატიული პარტია ამ დრომდე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. პარტიის ლიდერმა, მარტინ შულცმა ეს პოზიცია მას შემდეგაც გაიმეორა, რაც კვირის დასაწყისში სამთავრობო მოლაპარაკებები ქრისტიან დემოკრატებს, მწვანეთა პარტიას და თავისუფალ დემოკრატებს შორის ამ უკანასკნელის მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო ჩაიშალა.

მას შემდეგ სოციალ დემოკრატიულ პარტიას მოუწოდებენ გადახედონ პოზიციას რათა ხელახალი არჩევნების დანიშვნა არ გახდეს საჭირო.

კომენტარები