სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

პროკურორი: დაკავებულის ვინაობას არ ვასახელებთ, რადგან ამაზე მისი პოზიცია ვიცით

ტვ პირველი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის პროკურორის, ნანა ხუნჭუას თქმით, ბრალდების მხარეს, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ჰქონდა საშუალება, ბრალი უკვე წარდგენილი მუხლებით წარედგინა. დაკავებულის ვინაობის დასახელებისგან კი მანაც თავი შეიკავა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზეზის გამო არ ასახელებს პროკურატურა დაკავებულის ვინაობას, ხუნჭუამ უპასუხა: 

"[ვინაობას] ვერც ჩვენ დავასახელებთ, იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, დავასახელოთ მისი ვინაობა ამ ეტაპზე". 

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთი ადამიანის, ს.დ-ის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

პროკურატურამ საქმეზე დამატებითი დეტალები დღეს გაავრცელა, თუმცა, სახელმწიფო კვლავ ასაიდუმლოებს, ვის მიმართ ჩატარდა სპეცოპერაცია. უცნობია როგორც ის, თუ ვინ არის ს.დ, ასევე 3 დაღუპული ადამიანის ვინაობა. 

რა წერია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები