თბილისის მეტრო

მეტროსადგურ დიდუბეს ლიანდაგში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა, მას მოტეხილობები აქვს

რუსთავი 2

მეტროსადგურ ”დიდუბეში”, ლიანდაგში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ინფორმაციით, 20 წლის პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება ბარძაყის არეში. 

"კომპიუტერული ტომოგრაფია გავაკეთეთ. ჯერჯერობით უხეში დაზიანებები არის მხოლოდ ბარძაყის არეში. ბარძაყის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობაა. უხეში დათვალიერებით, დანარჩენი ტრავმული დაზიანებები არსად არ აღენიშნება. დამუშავდება კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები და უფრო დეტალური ანალიზი შემდეგ იქნება“, - უთხრა ექიმმა ინტერპრესნიუსს.

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში დაახლოებით ორი საათის წინ ჩავარდა. ამის გამო, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, "სადგურის მოედნიდან" "ახმეტელის თეატრამდე“ ვერ ემსახურებოდა. მეტროს მოძრაობა ერთი საათის წინ აღდგა.

კომენტარები