საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

გიორგი ზვიადაძე: მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის

თბილისის სასულიერო აკადემია

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება მისთვის ავტომატურად განსაკუთრებული უფლებამოსილების მინიჭებას არ ნიშნავს.

"როდესაც დგება საკითხი, რომ მრავალი წლის სიცოცხლე შეიძლება შესძინოს მის სიცოცხლეს ღმერთმა, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება, მოიწვიოს გაფართოებული კრება და სინოდის სხდომა. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც თავად მართავს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ მან მმართველობა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება მას შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ პატრიარქი უშუალოდ მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ, დღეს მოსაყდრის რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის. ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე შეიძლება, ავტომატურად გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი", - თქვა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებთან. 

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი გუშინ, 23 ნოემბერს დაასახელა.

რას ნიშნავს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელება, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები