უბედური შემთხვევა

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 პირი გარდაიცვალა

განახლებულია 02:02: გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი.

განახლებულია 01:09:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულების რიცხვი კი 15-ია.

ქალაქ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, თუმცა ამ დროისთვის ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან. 

ხანძარი სასტუმროში დღეს, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 112-ში შეტყობინება 20:01 სთ-ზე შევიდა. 

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. 

"დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სასტუმროს პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ და ამ დროისთვის ღია ცეცხლის კერები არ შეინიშნება. 

კომენტარები