Amazon

ჯეფ ბეზოსის ქონებამ დღეს $100,000,000,000-ს გადააჭარბა

Reuters

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დღეს მთელი $2.3 მილიარდით გამდიდრდა, რის შედეგადაც მისმა ქონებამ $100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ბეზოსი დღეის მდგომარეობით მსოფლიოს უმდიდრესი მოქალაქეა.

ბეზოსის გამდიდრება Amazon-ის აქციების ღირებულების 2%-იან ზრდას უკავშირდება, რაც "შავ პარასკევს" Amazon-ის რეკორდულ გაყიდვებმა გამოიწვია. ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის.

2017 წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსი $32.2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, რაც Aamazon-ის აქციებზე ფასის მატებას უკავშირდება. არსებული მდგომარეობით, კომპანიის ერთი აქცია $1,186 დოლარი ღირს.

Amazon-ის აქციების ღირებულება გასული წლის განმავლობაში:


ფოტო: bloomberg

მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია, მისი ქონება $89 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბეზოსმა ბილ გეითსს პლანეტის უმდიდრესი მოქალაქის ტიტული 28 ოქტომბერს წაართვა.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

კომენტარები