საბავშვო ევროვიზია

თბილისში გამართულ Junior Eurovison-ზე რუსეთმა გაიმარჯვა, ქართულმა ჟიურიმ მას 12 დაუწერა

პოლინა ბოგუსევიჩი
youtube.com/user/JuniorEurovision

თბილისში გამართულ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. ბოგუსევიჩმა 188 ქულა აიღო, 185 ხმით მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე. 

საინტერესოა, რომ რუსეთის წარმომადგენელს მაქსიმალური 12 ქულა ქართულმა ჟიურიმ მიაკუთვნა. ქართული ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია, ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი, მომღერალი სოფო გელოვანი, კომპოზიტორი ზაზა წურწუმია, სტუდია "ბასტი ბუბუს" ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე.

პოლინა ბოგუსევიჩის სიმღერა "ფრთები"

კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა, ის თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

გრიგოლ ყიფშიძის სიმღერა "გულის ხმა"

საბავშვო ევროვიზია 2018 წელს ბელორუსიაში გაიმართება.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე 2016, 2011 და 2008 წლებში გაიმარჯვა.

კომენტარები