ჩეჩნეთი

რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს: ცვლილებების დრო მოვიდა

TASS

"იყო დრო, როდესაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ. ომისთვის და წესრიგის დამყარებისთვის. დღეს კი ჩვენთან წესრიგია, აქაურობა ყვავის. ჩემი აზრით, დროა, ცვლილებები განხორციელდეს", - ტელეკომპანია Rossiya 1-ის ეთერში განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა. კადიროვის თქმით, მან იცის რამდენიმე ადამიანი ვისზეც "100%-ით დარწმუნებულია რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად გაართმევდა თავს."

კადიროვმა 2016 წელს არჩევნებში გაიმარჯა, მას კონსტიტუციის მიხედვით, პოსტზე 4 წელი ჰქონდა დარჩენილი.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლის 15 თებერვლიდან მართავს. კადიროვი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ებრძოდა რუსეთის ფედერაციას, მაგრამ მეორე ომში მამასთან ერთად უკვე რუსული მხარისკენ გადავიდა. მამის პრეზიდენტობის დროს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, 2005-2007 წლებში კი იკავებდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მდივნის პოსტს. 

კადიროვის ავტორიტარულ მმართველობას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა შელახვა, კორუფცია და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დევნა უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი შესაძლოა კავშირში იყოს ათობით დანაშაულთან, მათ შორის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან, რუსეთის სხვა ოპოზიციონერების დევნასთან.

კომენტარები